Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქ. სტამბოლში საქართველოს, თურქეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

2026 წლის 8 ივნისს, ქ. სტამბოლში გაიმართა საქართველოს, თურქეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი.
 
მინისტერიალის ფარგლებში, მხარეებმა შეაჯამეს სამ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დაკავშირებადობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. ამასთან, აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და ვიზიტების აქტიური დინამიკის შენარჩუნებისა და შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.
 
მხარეებმა დადებითად შეაფასეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, რომელიც ეფუძნება მეგობრობის, ურთიერთგაგების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და მხარდაჭერის პრინციპებს. აღინიშნა ხსენებული პრინციპების დაცვისა და განმტკიცების მნიშვნელობა.