აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, გაიმართა საქართველოს ელჩის პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა ალიევმა ახლადდანიშნულ ელჩს, მიულოცა თანამდებობის დაკავება და ნაყოფიერი დიპლომატიური საქმიანობა უსურვა.
საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კეთილმეზობლურ, მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობას. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე სავაჭრო, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და კულტურულ-ჰუმანიტარული კუთხით. საუბრისას აღინიშნა ხალხთაშორის კავშირებისა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობის აუცილებლობა.
.jpeg&w=3840&q=100)