Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბაქოს წიგნის მე-12 საერთაშორისო ბაზრობის გახსნის ცერემონიაში

21 ოქტომბერს, ქ. ბაქოს ექსპო ცენტრში გაიხსნა ბაქოს წიგნის მე-12 საერთაშორისო ბაზრობა. ღონისძიებაზე წარმოდგენილია საქართველოს მწერალთა სახლის დელეგაცია, ქართველი ავტორებითა და აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი ახალი წიგნებით.

საქართველოს სივრცე მწერალთა სახლის დირექტორმა, ქეთევან დუმბაძემ გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა. 

ქართული სტენდი ბაქოს წიგნის ბაზრობის ვიზიტორებს 25 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.