საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა
2026 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს.
აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთპატივისცემისა და საერთო რეგიონული ინტერესების მნიშვნელობა.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა დიპლომატიური მისიის შესრულებაში.