მაკა ბოჭორიშვილმა ყვავილებით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის, მეუღლის ზარიფა ალიევასა და მარადიული ცეცხლის მემორიალი "შეჰიდების ხეივანში"
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო.
მაკა ბოჭორიშვილმა გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლის მემორიალი "შეჰიდების ხეივანში".
