Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

წამლების საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის წესი

ინფორმაცია საქართველოში გამგზავრების მსურველი მოქალაქეებისთვის:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციით, სამედიცინო საჭიროების მქონე  ფიზიკურ პირს, პირადი სარგებლობითვის საქართველოში შეუძლია შემოიტანოს სხვა ქვეყანაში შეძენილი მედიკამენტი, რომელიც შესაძლოა შიცავდეს ფსიქოტროპულ ან ნარკოტიკულ საშუალებას,  არაუმეტეს 31 დღის მარაგი. ეს წესი არ გულისხმობს იმ საშუალებებს, რომელთა ბრუნვაც შესაბამისი კანონით აკრძალულია.  აღნიშნული მედიკამენტების შემოტანისთვის ფიზიკურმა პირმა საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო დეკლარაციასთან ერთად უნდა წარადგინოს სხვადასხვა დოკუმენტაცია, მათ შორის: სამედიცინო დანიშნულება,  რეცეპტი, სადაც სრულად იქნება ნაჩვენები როგორც ფიზიკური პირის მაიდენტიფიცირებელი, ასევე მედიკამენტის შემადგენლობის, დოზის და მკურნალობის პერიოდის შესახებ და სხვა საჭირო ინფორმაცია.

მინისტრის ბრძანების შესახებ დეტალური ინფორმაცია

ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სია.pdf