საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი საფოსტო მარკა

7 დეკემბერს საქართველოს და აზერბაიჯანის მხარეებმა მიმოქცევაში გაუშვეს ერთობლივი საფოსტო მარკა.

ქ. ბაქოში, შპს "აზერფოსტის" სათაო ოფისში გაიმართა აზერბაიჯან-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრნენ ელჩი ზურაბ პატარაძე და საქართველოს დიოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საფოსტო მარკის წარდგენისას, ელჩმა ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ასევე შპს „აზერფოსტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ აფგან ჯალილოვმა ხაზი გაუსვა გაწეული სამუშაოების მნიშვნელობას ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ურთიერთობების ისტორიაში. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ საიუბილეო საფოსტო მარკა წარმოადგენს ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ ერთ სიმბოლოს.