30 ნოემბერს ქ. ბაქოში, Caspian Energy Club-ის ორგანიზებით, გაიმართა გალა სადილი, რომელშიც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, აგრეთვე ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრო ელჩი ზურაბ პატარაძე. ღინისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა Caspian Energy Club-ის პრეზიდენტმა ტელმან ალიევმა, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა სტუმრებს აქტიური თანამშრომლობისთვის ასევე პანდემიის პერიოდში გაწეული თანადგომისთვის.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ელჩი ზურაბ პატარაძე. მან ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ წარმატებებზე, ქვეყანაში შექმნილ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე საქმიანი წრეების წარმომადგენლებისთვის ასევე სწრაფად მზარდ ტურისტულ სექტორზე.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. სტუმრებს გადაეცათ სამახსოვრი სიგელები და სერტიფიკატები.