საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავი

საქართველოს და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებები დაგვირგვინდა 19 ნოემბერს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჰეიდარ ალიევის სახ. „დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ერისიონის“ გალა-კონცერტი, შოუ-პროგრამა „ქართული საგანძური“. კონცერტმა ჩაიარა სრული ანშლაგით, აღაფრთოვანა მაყურებელი და დიდი გამოხმაურება ჰპოვა აზერბაიჯანულ მედიაში.