საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავი

17 ნოემბერს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30- წლისთავთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საიუბილეო ღონისძიება.

ღონისძიებას დაესწრნენ: აკრედიტაციის ქვეყნის საგარეო უწყების, საქართველოს საელჩოს, . განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს, აზერბაიჯანის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე . ბაქოს ქართული სათვისტომოს წევრები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

მხარეებმა მომოიხილეს ორი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს თანამშრომლობის ისტორია თანამედროვე ეპოქაში, აგრეთვე ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას ყველა სფეროში.

საიუბილეო ღონისძიებაზე ითქვა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი არის მხოლოდ ხანმოკლე ეპიზოდი იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, რომლის განმავლობაშიც, ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის ჩამოყალიბდა კეთილი მეზობლობა, მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა.

ელჩმა ზურაბ პატარაძემ და მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა გაცვალეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის მისალოცი წერილები საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში, აგრეთვე ორგანიზებული გახლდათ ფოტო-გამოფენა, რომელზეც ასახული იყო საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია ასევე მოეწყო საქართველოს კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ნობათი და სუვენირები.

საიუბილეო ღონისძიება ჩატარდა უაღრესად გულთბილ ატმოსფეროში და ფართოდ გაშუქდა აზერბაიჯანის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში.