13-14 ივლისს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა ქვემო ქართლის წარმომადგენლობითი დელეგაცია, სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ხელმღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და რუსთავის საკრებულოს დეპუტატები.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრები შეხვდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს, ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს, სოფლის მეურნეობის მინისტრს ინამ ქერიმოვს, მილი მეჯლისში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს არზუ ნაგიევსა და დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ვაგიფ სეიდბეკოვს.
ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე ხელი მოეწერა მემორანდუმებს დაძმობილების შესახებ საქართველოსა და აზერბაიჯანის შემდეგ ქალაქებს შორის: მარნეული - შამქირი, გარდაბანი - აღსტაფა, ბოლნისი - გოიგოლი და დმანისი - დაშკესანი.