ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ვიცე-პრემიერის,შინაგან საქმეთა მინისტრის ბატონი გიორგი გახარიას ვიზიტი

23 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი გიორგი გახარია. ვიზიტის ფარგლებში, გ. გახარიამ პირველი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შს მინისტრი რამილ უსუბოვი.

საუბრის დასაწყისში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიულოცა გ. გახარიას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და უსურვა წარმატებები. თავის მხრივ, გ. გახარიამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მილოცვისთვის.

ი. ალიევმა და გ. გახარიამ ისაუბრეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის შესახებ. ასევე აღნიშნეს საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი, გლობალური ეკონომიკური პროექტების მნიშვნელობის თაობაზე, მათ შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.

იმავე დღეს, საქართველოს შს მინისტრი გ. გახარია შეხვდა აზერბაიჯანის შს მინისტრს რამილ  უსუბოვს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე.

საქართველოს შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ჩამოყალიბებულია ძალზედ საქმიანი ურთიერთობები ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს შორის  და ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების ფონზე, მნიშვნელოვანი იქნებოდა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება.

 აზერბაიჯანის შს მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სტუმრობისთვის. რ. უსუბოვმა აღნიშნა, რომ წარმატებით ვითარდება ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის,  რაშიც დიდ როლს თამაშობს ორმხრივი, მაღალი დონის ვიზიტები, მათ შორის დღევანდელი ვიზიტიც, რომელსაც ძალზედ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანული მხარე. მანვე დასძინა, რომ აზერბაიჯანული მხარე მიესალმება ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის  არსებული ურთიერთობების გაღრმავებას.

ვიზიტის ფარგლებში ბატონი გიორგი გახარია შეხვდა ყოფილ კოლეგას აზერბაიჯანის  რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შაჰინ მუსტაფაევს.

 
 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ