ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბატონი მამუკა ბახტაძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

 

22 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბატონი მამუკა ბახტაძე. ვიზიტის ფარგლებში, მ. ბახტაძემ პირველი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან. შეხვედრას ასევე  ესწრებოდნენ: ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი სამირ შარიფოვი.

საუბრის დასაწყისში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ი. ალიევამა მიულოცა მ. ბახტაძეს  თანამდებობაზე დანიშვნა და უსურვა წარმატებები. თავის მხრივ, მ. ბახტაძემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მილოცვისთვის და გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ გიორგი კვირიკაშვილის მილოცვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დაბადების დღესთან დაკავშირებით.

ი. ალიევმა და მ. ბახტაძემ ისაუბრეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონული ეკონომიკური პროექტების მნიშვნელობას, „სამხრეთ-დასავლეთ“ დერეფნის განვითარებას და აღნიშნულ პროექტებში  ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობას.  ასევე საუბარი შეეხო საქართველოს წარმატებებს ევროკავშირსა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიღწევის თვალსაზრისით. შეხვედრაზე ითქვა, რომ ორივე მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე სატრანსპორტო დერეფნების ეფექტურ და კონკურენტულ განვითარებას და ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

იმავე დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი შეხვდა  აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრს სამირ შარიფოვს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მ.წ. გაიზარდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა,  აზერბაიჯანი არის საქართველოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და არის პირველ ადგილზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლით საქართველოში. მ. ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხარისხის ზრდა ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას, როგორც სატრანსპორტო დერეფნების ისე ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სტუმრობისთვის. მან აღნიშნა, რომ წარმატებით ვითარდება ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის.  ს. შარიფოვმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობას ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ასევე ისაუბრა „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მაგისტრალსა და სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელობაზე. დასასრულს, ს. შარიფოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარე მზად არის კიდევ უფრო გააღრმაოს სამინისტროებს შორის არსებული ურთიერთობები.

იმავე დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ გადასახადების მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს. მხარეებმა მიმოიხილეს სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და იმ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, რაშიც აქტიურად არის ჩართული ორივე ქვეყანა, აგრეთვე ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საქართველო–აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. მინისტრებმა  ისაუბრეს იმ ეკონომიკურ პოტენციალზე, რაც გააჩნია ორ მეზობელ ქვეყანას ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მრეწველობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და გადაზიდვების 

 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტი ქ.ბაქოში



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ