ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართველი მეწარმეების პროდუქციის სარეალიზაციოდ გამოყოფილი პავილიონის პრეზენტაცია

 

  7 დეკემბერს ქ. ბაქოში, კომპანია „Agro Mall“-მა, საქართველოს საელჩოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ხელშეწყობით, გამართა ქართველი მეწარმეების  პროდუქციის სარეალიზაციოდ გამოყოფილი პავილიონის პრეზენტაცია (ცნობისთვის: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, შეიქმნა კომპანია „Agro Mall“, რომლის ფუნქციებში შედის სასოფლო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის რეალიზაცია ქვეყნის ტერიტორიაზე. აღნიშნულ კომპანიას ქ. ბაქოში გამოეყო ტერიტორია აგრო-მარკეტისთვის, სადაც განთავსებულია საწყობები, მაცივრები, საბითუმო და საცალო პავილიონები, აგრეთვე  საზღვარგარეთის ქვეყნების პავილიონი - სარეალიზაციოდ განთავსდება უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე გაიხსნა მექსიკისა და იაპონიის სავაჭრო პავილიონები).

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული კომპანიების სასოფლო და საყოფაცხოვრებო პროდუქცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის სახელმწიფო და კერძო კომპანიების ასევე ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობდა დამსაქმებელთა ასოციაციის დელეგაცია, ვიცე-პრეზიდენტ დანიელ გახარიას ხელმძღვანელობით. საელჩოს მხრიდან პრეზენტაციაში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ბატონი თეიმურაზ შარაშენიძე, უფროსი მრჩეველი გიორგი ცეკვავა, ფინანსური მენეჯერი მალხაზ ხულორდავა და რეფერენტი  ალექსანდრე საყვარელიძე.

ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ბატონმა თეიმურაზ შარაშენიძემ და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა დანიელ გახარიამ. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა საზეიმო მიღება, სადაც წარმოდგენილი იქნა ქართული კერძები და ალკოჰოლური სასმელები. 

 
ქართველი მეწარმეების პროდუქციის სარეალიზაციოდ გამოყოფილი პავილიონის პრეზენტაცია



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ