ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

5 დეკემბერს ქ. ბაქოში გაიხსნა სატელეკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების 22-ე საერთაშორისო გამოფენა

5 დეკემბერს ქ. ბაქოში გაიხსნა სატელეკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების 22-ე საერთაშორისო გამოფენა „Bakutel-2017“. გამოფენაში მონაწილეობდნენ მობილური და კავშირგაბმულობის ოპერატორები, ინტერნეტ პროვაიდერები და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების დისტრიბუტორები, 20 ქვეყნის 190-მდე კომპანია, აგრეთვე გამოფენას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, კომპანიები: „WiFisher“, „Construct.ge“ და „Lingwing“-ი. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე, საელჩოდან გამოფენას დაესწრო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ბატონი თეიმურაზ შარაშენიძე და უფროსი მრჩეველი გიორგი ცეკვავა. გამოფენა გახსნა აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრმა რამინ გულუზადემ ასევე გამოფენა დაათვალიერა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და მის თანმხლებ პირებს საქართველოს სტენდი წარუდგინა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ. ი. ალიევმა მადლობა გადაუხადა გ. ზვიადაძეს გამოფენაში მონაწილეობისთვის, დიდხანს შეჩერდა ქართულ ექსპოზიციასთან და ყურადღებით გაეცნო ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას.

ასევე გამოფენის ფარგლებში გაფორმდა „ურთიერთგაგების მემორანდუმი“ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროსთან არსებულ „მაღალი ტექნოლოგიების პარკს“ შორის. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ორი ქვეყნის საწარმოებს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავება, სტარტაპ პროგრამების მხარდაჭერა, საქართველოსა და აზერბაიჯანის  „ინოვატორების“ თანადგომა საერთაშორისო არენაზე გასასვლელად, აგრეთვე სამეცნიერო საწარმოებს შორის არსებული გამოცდილების გაზიარება, ბიზნეს-ფორუმების, შეხვედრებისა და ტრეინინგების ჩატარება. 

 
5 დეკემბერს ქ. ბაქოში გაიხსნა სატელეკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების 22-ე საერთაშორისო გამოფენა „Bakutel-2017“.



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ