ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქ. ბაქოში გაიმართა „ნავთობის საერთაშორისო სამიტი“

მ.წ. 12-13 ოქტომბერს ქ. ბაქოში გაიმართა „ნავთობის საერთაშორისო სამიტი“ (Argus Azerbaijan International Petroleum Summit 2017), რომელშიც მონაწილეობდნენ კასპიის რეგიონში  მოქმედი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანიების, აგრეთვე გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიების, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურებისა და ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ბაქოში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს  ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე.

სამიტი გახსნა კომპანია არგუსის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ მიშჩენკომ ასევე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: კომპანია „SOCAR“-ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, კომპანია „BP“-ის რეგიონალური დირექტორი (აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი) ჰარი ჯონსი, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნატიგ აბასოვი.

                ღონისძიებაზე გამოსვლისას, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ საქართველომ, თავისი მონაწილეობით, ისეთ მასშტაბურ პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-სუფსა ასევე სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCPX) გაფართოების პროექტი, დაამტკიცა საიმედო სატრანზიტო პარტნიორის იმიჯი.  მისივე თქმით, საქართველოს ამოცანაა, რომ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორმა ითამაშოს ერთ-ერთი წამყვანი როლი რეგიონში - სამხრეთ კავკასიური ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაში და უპასუხოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებს.

 
 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 7 8 9 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ