ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქ. ბაქოში გაიმართა „აზერი-ჩირაღ-გიუნეშლის“ საბადოს შემდგომი დამუშავების ახალი კონტრაქტის გაფორმების საზეიმო ცერემონიალი

 

მ.წ. 14 სექტემბერს ქ. ბაქოში გაიმართა „აზერი-ჩირაღ-გიუნეშლის“ საბადოს შემდგომი დამუშავების ახალი კონტრაქტის გაფორმების საზეიმო ცერემონიალი, რომელშიც მონაწილეობდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ალან დუნკანი, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების   მინისტრი ბერათ ალბაირაქი, აგრეთვე აზერბაიჯანის მთავრობისა და კომპანიების „SOCAR“, „BP“, „Chevron“, „INPEX“, „Statoil“, „ExxonMobil“, „TP“, „ITOCHU“, „ONGC Videsh“ ასევე ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ბაქოში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი. საელჩოს მხრიდან, საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდა ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე.

საზეიმო ცერემონიალი მისასალმებელი სიტყვით გახსნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბატონმა ილჰამ ალიევმა.

 ღონისძიებაზე გამოსვლისას, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა წაიკითხა საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მისასალმებელი წერილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელზე (იხ. დანართი). ასევე დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ალან დუნკანმა და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების   მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა წაიკითხეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯიპ ტაიპ ერდოღანის მისასალმებელი წერილები.

საზეიმო ცერემონიალის დასასრულს, ხელი მოეწერა „აზერი-ჩირაღ-გიუნეშლის“ საბადოს შემდგომი დამუშავების ახალი კონტრაქტს.

 
 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ