ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ვიცე-პრემიერის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას სამუშაო ვიზიტის შესახებ

2017 წლის 23-25 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას სამუშაო ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან მიკაელ ჯაბაროვთან.

 

ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა მოინახულა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია (ADA) და ქალაქ ბაქოს კომპიუტერული აკადემია (STEP IT).

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს განათლების მინისტრის შეხვედრის დროს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც წარმოადგენს კარგ საფუძველს თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. ასევე განიხილეს განათლების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი სრულყოფის საკითხები.

 

მიკაელ ჯაბაროვთან შეხვედრისას განხილული იქნა სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. განსაკურებით ხაზი გაესვა ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალს ერთობლივი პროექტების, უმაღლესი, საშუალო და პროფესიული განათლების დაწესებულებების, პედაგოგებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების მიმართულებით. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა უწყებებს შორის შენარჩუნდეს აქტიური დიალოგი და ხელი შეუწყონ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შექმნასა და გააქტიურებას. 

 
23-25 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას სამუშაო ვიზიტი.



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ