ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი თეიმურაზ შარაშენიძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან ბატონ მუბარიზ გურბანლისთან.

19 ივნისს გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი თეიმურაზ შარაშენიძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან ბატონ მუბარიზ გურბანლისთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო აზერბაიჯანული ტელეკომპანიის ARB-ს მიერ ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაღებულ ვიდეო რგოლს. ბატონ მუბარიზ გურბანლის გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს განცხადება და ეცნობა, რომ ამ ფაქტმა გამოიწვია აღშფოთება, როგორც საპატრიარქოსა და სახელისუფლო წრეებში ასევე ქართულ საზოგადოებაში.

 

მუბარიზ გურბანლიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე არანაკლებ შეშფოთებულია ხსენებული ვიდეო რგოლის არა მხოლოდ ეთერში გაშვების, არამედ საერთოდ გადაღების ფაქტის გამო. მისივე განცხადებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაგმო ტელეკომპანიის ქმედება და მიუხედავად იმისა, რომ ARB კერძო ტელეკომპანიაა, მის ხელმძღვანელობას მკაცრად მიეთითა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში და მომავალშიც, აღიკვეთოს კომერციული მიზნით რელიგიური სიწმინდეების გამოყენება. ამასთან, მ. გურბანლიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს არ არის მხოლოდ რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის პოზიცია. აღნიშნულ საკითხში ჩართულია კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე შეიხი ალაჰშუქურ ფაშაზადე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები და მისი გადმოცემით საკითხის შესწავლის შემდეგ ამ დანაშაულის უშუალო შემსრულებლების მიმართ მიღებულ იქნა მკაცრი ადმინისტრაციული ზომები.

 

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები რელიგიის სფეროში, გამოთქმულ იქნა კმაყოფილება აზერბაიჯანში სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არსებული ურთიერთქმედების ხარისხით და ხაზგასმულ იქნა, რომ საჭიროა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება. ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ მიულოცა მუბარიზ გურბანლის რამადანის დღესასწაული.

 

 
შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან ბატონ მუბარიზ გურბანლისთან.



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ