ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ა.წ. 5-7 მაისს ქალაქ ბაქოში გაიმართა კულტურათაშორისი დიალოგის მე-4 მსოფლიო ფორუმი

ა.წ. 5-7 მაისს ქალაქ ბაქოში გაიმართა კულტურათაშორისი დიალოგის მე-4 მსოფლიო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 800-ზე მეტმა უცხოელმა სტუმარმა 123 ქვეყნიდან. ღონისძიება გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი ილჰამ ალიევის პატრონაჟით და UNESCO-ს, გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ISESCO-სა და ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრთან თანამშრომლობით. კულტურათაშორისი დიალოგის მე-4 მსოფლიო ფორუმის ფარგლებში 3-7 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტად იმყოფებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბატონი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქალბატონი ხათუნა თოთლაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ქალბატონი ქეთევან კანდელაკი და საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილი. საქართველოს საელჩოს მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ და მრჩეველმა გიორგი ლორიამ .

 
 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ