ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

აღდგომის აღნიშვნა კახში

15-16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგბო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე და საელჩოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ კახის რაიონსა და ქალაქ გაბალაში. საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ სააღდგომო ლიტურგიას კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, რომელიც აღავლინა დეკანოზმა პეტრე ხუმარაშვილმა.

 

აღდგომის საზეიმო ღონისძიებების მსვლელობისას ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ესაუბრა დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილს და გამართა შეხვედრები ქალაქ კახსა და კახის რაიონში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხებოდა საყოფაცხოვრებო, დასაქმებისა და სხვა მიმდინარე საკითხებს. 16 აპრილს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ შეხვედრა გამართა ქალაქ გაბალის ხელმძღვანელობასთან.

 
 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 11 12 13 14 15
16 17 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ