ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

15 თებერვალს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი თეიმურაზ შარაშენიძე აზერბაიჯანში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდა მთიანი ყარაბაღის დაშორიშორების ხაზთან მიმდებარე ტერიტორიაზე

15 თებერვალს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი თეიმურაზ შარაშენიძე აზერბაიჯანში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდა მთიანი ყარაბაღის დაშორიშორების ხაზთან მიმდებარე  ტერიტორიაზე ჯაბრაილის რაიონში სოფელ ჯოჯუკ მარჯანლიში. აღნიშნული ვიზიტი ორგანიზებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სახელმწიფო კომიტეტის მიერ. აზერბაიჯანში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მეგზურობას უწევდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალი ჰასანოვი.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით, ზემოაღნიშნული ტერიტორია 1993 წელს დაკავებული ჰქონდა სომხეთის შეიარაღებულ ძალებს, ხოლო 1994 წლიდან ეკავა აზერბაიჯანულ მხარეს, თუმცა სოფელ ჯოჯუკ მარჯანლიში მშვიდობიანი მოსახლეობა არ ცხოვრობდა ვინაიდან ტერიტორია სომხური მხარის მუდმივი სამიზნის ქვეშ იმყოფებოდა. 2016 წლის აპრილის სამხედრო მოქმედებების ესკალაციის დროს აზერბაიჯანულმა მხარემ მოახერხა სოფლის მიმდებარე სტრატეგიული სიმაღლის დაკავება, რის შედეგად შესაძლებელი გახდა ჯოჯუკ მარჯანლიში განაღმვისა და სოფლის აღდგენის პროცესის დაწყება. აღნიშნული პროცესი დაევალა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ალი ჰასანოვს. ამჟამად განნაღმულია მნიშვნელოვანი ფართობი და გაუვნებელყოფილია  მრავალი არ ამოქმედებული ჭურვი.

ამასთან, შედგენილია სოფლის რეაბილიტაციის გეგმა, რომლის მიხედვით დაგეგმილია 50 საცხოვრებელი სახლის აშენება და მთლიანად დანგრეული სოფლის აღდგენა.

 
15 თებერვალს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი თეიმურაზ შარაშენიძე აზერბაიჯანში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდა მთიანი ყარაბაღის დაშორიშორების ხაზთან მიმდებარე ტერიტორიაზე ჯაბრაილის რაიონში სოფელ ჯოჯუკ მარჯანლიში



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 7 8 9 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ