ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის სამუშაო ვიზიტის შესახებ

2017 წლის 10-11 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის სამუშაო ვიზიტი. მინისტრი აზერბაიჯანს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის რანგში ეწვია. ვიზიტის მიზანია, დაეხმაროს მეზობელ სახელმწიფოს „OGP“-ის სრულუფლებიანი წევრის სტატუსის დაბრუნებაში. მინისტრმა წულუკიანმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან ფიქრეტ მამედოვთან; აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან; აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის (პარლამენტის) დეპუტატებთან და  ღია მმართველობის მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის პლატფორმასთან.

ვიზიტის ფარგლებში საქართვლოს იუსტიციის მინისტრმა პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევის საფლავს და გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლის კომპლექსი. 

აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის დროს, თეა წულუკიანმა აზერბაიჯანელ კოლეგას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება ღია მმართველობის კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ. აზერბაიჯანის რესპუბლიკას „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრობა 2016 წლის მაისიდან შეჩერებული აქვს. საქართველოსთვის, როგორც „OGP“-ის თანათავმჯდომარე ქვეყნისთვის, რომელიც მიმდინარე წელს ამ პარტნიორობის თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადაიბარებს, მეტად მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანმა − საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეზობელმა ქვეყანამ − „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სრულფასოვანი წევრის სტატუსი აღიდგინოს. შეხვედრაზე თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოცემული გადაწყვეტილება შეიცვალოს და „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ საქართველომ და აზერბაიჯანმა რეგიონი სრულფასოვნად წარმოადგინონ. გარდა ამისა, მინისტრებმა მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს და საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო როგორც სასამართლო რეფორმას ორივე ქვეყანაში, ისე მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემას, ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და მედიაციის განვითარების საჭიროებებს. შეხვედრის დასასრულ, თეა წულუკიანმა აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

 

 

 

 
 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ