ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტის შესახებ

2017 წლის 13 თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან; აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან; აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის (პარლამენტი) თავმჯდომარესთან ოქტაი ასადოვთან; აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრთან  არტურ რასიზადესთან.

ვიზიტის ფარგლებში საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევის საფლავს და გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლის კომპლექსი. 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის დროს,  მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც წარმოადგენს კარგ საფუძველს თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონალური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. განსაკურებით ხაზი გაესვა ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალს, როგორც პოლიტიკური, ასევე  სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველო-აზერბაიჯანის მონაწილეობით მიმდინარე სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობა. მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ეფექტური რეალიზაციის მიმართულებით. აღინიშნა თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტებს არა მხოლოდ ორი ქვეყნის, არამედ რეგიონისთვის. საუბარი შეეხო თანამშრომლობას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს მაღალი დონის დიალოგი და ხელი შეუწყონ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვის დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ორი ქვეყნის ერთობლივი სამთავრობათშორისო ეკონომიკური კომისიის მუშაობის განახლებას და გააქტიურებას. შეხვედრის დასასრულს, პრეზიდენტმა ალიევმა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანში მოიწვია ოფიციალური ვიზიტით.

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმარ მამედიაროვთან როგორც პირისპირ, ასევე დელეგაციათა გაფართოებულ  ფორმატში. 

 

მინისტრებმა განიხილეს საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობათა დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.

 

შეხვედრისას კმაყოფილებით აღინიშნა ორმხრივი ვიზიტების აქტიური დინამიკა, რომელიც მოიცავს როგორც მაღალი დონის ვიზიტებს, ასევე დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო კონტაქტებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ერთობლივ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებზე. ამ კონტექსტში, მინისტრებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელების განსაკუთრებული მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ ორი ქვეყანა განაგრძობს კოორდინირებულ მოქმედებას სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო აზერბაიჯანის როლი გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე. როგორც მინისტრებმა აღნიშნეს აუცილებელია ენერგეტიკული პროექტების კვალდაკვალ  ევროპა აზიის დამაკავშირებელ ხაზზე განვითარდეს სატრანზიტო შესაძლებლობები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის უკეთ წარმოჩენას და მათ პოპულარიზაციას.

 

 

 
 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ