ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი

საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი პროექტები და რეგიონში არსებული ვითარება იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები. გიორგი კვირიკაშვილმა და არტურ რასიზადემ ხაზი გაუსვეს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც, ორ ქვეყანას შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით არსებობს.  ყურადღება დაეთმო მსხვილმასშტაბიან, რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. ამ კუთხით განსაკუთრებით აღინიშნა სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტები, რომელთა წარმატებით განხორციელება, როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების, ასევე, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვაერთიანებს პროექტები ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში, რომლებიც წარმატებით ხორციელდება და სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნებისთვის და ხალხისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელსაც პირისპირ შეხვედრაზე, "ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლა. "ჩვენი ურთიერთობები დამყარებულია ისტორიაზე, ძმობაზე, კეთილმეზობლობაზე. დღეს ჩვენ ყველა მიმართულებით ვაწარმოებთ აქტიურ დიალოგს - პოლიტიკურ, ეკონომიკურ სფეროში. ჩვენ გვაერთიანებს პროექტები ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში. ეს პროექტები წარმატებით ხორციელდება, სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნებისთვის და ხალხისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი გააღრმავებს ჩვენს კავშირებს. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ გაერთიანებული ვართ ისტორიით, გეოგრაფიით, ინტერესების თანხვედრით. ენერგეტიკული, სატრანსპორტო პროექტების რეალიზაციაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. "ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებას, რომლებიც ჭეშმარიტად სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ გვაკავშირებს მეგობრობა, რეგიონალური, გლობალური პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხების კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და სამომავლოდ, ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 
 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ