ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მიხეილ ჯანელიძემ და ელმარ მამედიაროვმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს

თბილისი, 29 აგვისტო 2016 – საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა თბილისში აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტის დროს გამართული შეხვედრისას. მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ტრადიციულად წარმატებულ თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა  გლობალური სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში.

ამ კუთხით ხაზი გაესვა სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტებს. მინისტრებმა დააფიქსირეს, რომ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების, ხოლო მეორეს მხრივ, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.

ორმხრივი სვაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მხრიდან ინვესტიციების მზარდ მოცულობას და ამ კუთხით არსებულ პერსპექტივებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალი მაჩვენებელი  კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთმხარდაჭერა. შეხვედრისას საუბარი შეეხო  საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას. vიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან  და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

 

 

 
 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 7 8 9 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ