ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია 26 მაისს გამართული მიღების შესახებ

26 მაისს, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - „დამოუკიდებლობის აღდგენის დღე“ დაკავშირებით, საელჩოს ორგანიზებით, ქ. ბაქოში, სასტუმრო-კომპლექსის „Fairmont“ სადღესასწაულო დარბაზში გაიმართა საზეიმო მიღება. მიღებაზე მოწვეულნი იყვნენ: აკრედიტაციის ქვეყნის უმაღლესი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი ტურისტული კომპანიები და ჟურნალისტები, ხელოვნების მოღვაწეები, ბაქოს ქართული დიასპორის წევრები.

ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ. ელჩმა მიმოიხილა საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე, საქართველოს ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის ძირითად ასპექტებზე. მან ასევე გაანალიზა აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები, ისაუბრა ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორულ თანამშრომლობაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგეტიკულსა და სატრანსპორტო პროექტებზე.

ელჩის გამოსვლის დასრულების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, მმართველი პარტიის „იენი აზერბაიჯან“ თავმჯდომარის მოადგილემ ალი ახმედოვმა. მან მიულოცა ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას ეროვნული დღესასწაული და კერძოდ აღნიშნა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანის სახით, მუდამ ჰყავდა და ეყოლება საიმედო მეგობარი და პარტნიორი, ოფიციალური ბაქო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ისევე, როგორც თბილისი უჭერს მხარს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. ალი ახმედოვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს როლის შესახებ რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პროცესების წარმატებით განვითარების პროცესში.        

მისასალმებელი სიტყვების დასრულების შემდეგ, გაიმართა აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა დაჯილდოების ცერემონიალი. საელჩოს გადაწყვეტილებით, საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლურ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის, ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ალი ახმედოვმა სამახსოვრო სიგელები, ასევე საჩუქრები (ქართული ღვინის ნაკრები) გადასცეს 5 ადგილობრივ ჟურნალისტს.

 

ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ორგანიზებულ მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო, მინერალური წყლები და ცნობილი ბრენდის „შატო მუხრანი“ ალკოჰოლური პროდუქცია. ასევე კულტურული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოდან საგანგებოდ იყვნენ მოწვეულნი: პოპულარული მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი და ხალხური სიმღერების ანსამბლი „ერთობა“.

 

 

 
 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ