ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 23-25 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას სამუშაო ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან მიკაელ ჯაბაროვთან.

განთავსების თარიღი: 26.06.2017
 

19 ივნისს გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი თეიმურაზ შარაშენიძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან ბატონ მუბარიზ გურბანლისთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო აზერბაიჯანული ტელეკომპანიის ARB-ს მიერ ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაღებულ ვიდეო რგოლს. ბატონ მუბარიზ გურბანლის გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს განცხადება და ეცნობა, რომ ამ ფაქტმა გამოიწვია აღშფოთება, როგორც საპატრიარქოსა და სახელისუფლო წრეებში ასევე ქართულ საზოგადოებაში. 

განთავსების თარიღი: 21.06.2017
 

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომელშიც აქტიურად არის ჩართული ორივე ქვეყანა ენერგეტიკული თუ სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის“ – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, არტურ რასიზადესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

განთავსების თარიღი: 16.06.2017
 

“ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით აზერბაიჯანი არის საქართველოსთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ქვეყანა, რომელიც ამ მიმართულებით პარტნიორი ქვეყნების ათეულში პირველ ადგილს იკავებს და ჩვენ გვსურს, რომ ტურიზმის სექტორში ურთიერთანამშრომლობის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდოს“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბაქოში აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან, აბულფას გარაევთან შეხვედრისას განაცხადა. 

განთავსების თარიღი: 16.06.2017
 

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამუშაო შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრ რამინ გულუზადესთან. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს და განიხილეს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.

განთავსების თარიღი: 16.06.2017
 

 

ორი ქვეყნის სავაჭრო პარტნიორობისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა შაჰინ მუსტაფაევმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე

განთავსების თარიღი: 16.06.2017
 

13 ივნისს აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გაიმართა. 

განთავსების თარიღი: 16.06.2017
 

2017 წლის  25 მაისს, გენერალურმა საკონსულომ ჩაატარა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება ქ. განჯაში.

განთავსების თარიღი: 29.05.2017
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქართულ სტენდზე 11 ქართული კომპანიის - „გიუანი“, „ვაინმენი“, „ლაბორატორია დოქტორ ჯორჯი“, „ნექტარინი“, „ედენა“, „ჩარგალის წყაროები“, „არეანი“, „საქართველოს აგრარული გაერთიანება“, „თაფლოვანი“ და „ალვანი“ - პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

განთავსების თარიღი: 23.05.2017
 

10 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ლიდერის დაბადებიდან 94 წლისთავის აღსანიშნავად ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ გვირგვინითა და თაიგულით შეამკო ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას საფლავები.

განთავსების თარიღი: 10.05.2017
 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ