ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 10.01.2018

 საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა საქართველოს პირველი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბატონი გიორგი ჭანტურია.

თანამედროვე ეპოქაში, საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ორ მოძმე ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ბატონი გიორგი ჭანტურია, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილებით,  სათავეში ედგა საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (1994-1997 წლები).

 ბატონ გიორგი ჭანტურიას ბედმა არგუნა იმ ურთულეს პერიოდში მოღვაწეობა, როდესაც ორი მეზობელი ქვეყანა - საქართველო და აზერბაიჯანი დგამდნენ პირველ ნაბიჯებს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის  განმტკიცების გზაზე.

ისტორიული ფაქტია, რომ სწორედ მისი აზერბაიჯანში დიპლომატიურ სარბიელზე მოღვაწეობის პერიოდს ემთხვევა იმ უმსხვილესი საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტის „საუკუნის კონტრაქტის“ ამოქმედება, რომელმაც საძირკველი გაუმყარა ორი მეგობარი ქვეყნის დამოუკიდებლობას. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ფასდაუდებელია ბატონ გიორგი ჭანტურიას ღვაწლი ამ საქმეში.

აზერბაიჯანში მოღვაწეობის პერიოდში, ბატონ გიორგი ჭანტურიას სამეგობრო წრე არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებით, ის მეგობრობდა ყველა აზერბაიჯანელთან, ვინც გახლდათ საქართველოს უახლოესი მეგობარი.

თავისი პროფესიონალური და ადამიანური თვისებების გამო, ბატონო გიორგი ჭანტურია სარგებლობდა უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ქართულ და აზერბაიჯანულ საზოგადოებებში.

საქართველოს საელჩოს დიპლომატიური კორპუსი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონ გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს ოჯახს, ნათესავებსა და კოლეგებს.

ღმერთმა გაანათლოს ბატონ გიორგი ჭანტურიას სული.

 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ