ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 15.11.2017

მ. წ. 14-15 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში ქ. ბაქოს ეწვია ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის  აკადემიური თეატრის დასი, რომელმაც წარმოადგინა სპექტაკლი მარია კალასის გაკვეთილები. 14 ნოემბერს სპექტაკლს დაესწრო აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის  და ტურიზმის მინისტრი ბატონი აბულფაზ გარაევი, აზერბაიჯანის ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები,  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი თეიმურაზ შარაშენიძე და საელჩოს თანამშრომლები.

 
განთავსების თარიღი: 10.11.2017

10 ნოემბერს  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ბატონმა თეიმურაზ შარაშენიძემ მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი-მეჯლისის მიერ ორგანიზებულ, ტაჯიკეთის 25 წლის დამოუკიდებლობის აღნიშვნის ღონისძიებაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის ვიცე-სპიკერი ბატონი ჰასან ასკეროვი, ტაჯიკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბატონი აკრამშო ფელალიევი, აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 
განთავსების თარიღი: 10.11.2017

10 ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ბატონი თეიმურაზ შარაშენიძე და დესპანი სოფიო ოტიაშვილი დაესწრნენ კონფერენციას;  (გეოპოლიტიკური ცვლილებების პერიოდში თურქულ ენოვან სამყაროს სამომავლო პროგრამა) რომელიც გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბატონი ილჰამ ალიევის პატრონაჟით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული სტრატეგიული კვლევის ცენტრის მიერ. კონფერენციას ესწრებოდნენ: მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პრესისა და მედიის წარმომადგენლები.

 
განთავსების თარიღი: 06.11.2017

3 ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ბატონი თეიმურაზ შარაშენიძე დაესწრო აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სწავლებას კასპიის ზღვაზე, სამაშველო  ოპერაციების ორგანიზების კუთხით. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბაქოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, აზერბაიჯანის მთავრობის წევრები და ძალოვანი მინისტრები.

 
განთავსების თარიღი: 02.11.2017

მ.წ. 30 ოქტომბერს ქ. ბაქოში გაიმართა „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის საზეიმო ცერემონიალი, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი.  ასევე ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბაქითჟან საგინტაევი, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიფოვი, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკების მთავრობათა, აგრეთვე ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აზერბაიჯანის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელები.

საზეიმო ცერემონიალი მისასალმებელი სიტყვით გახსნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აღნიშნა, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მონაკვეთი ყველაზე მოკლე მარშრუტია, რაც აკავშირებს აზიას ევროპასთან. მისივე თქმით, აღნიშნული სარკინიგზო დერეფანი გახდება ევრაზიის სატრანსპორტო რუქის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს პროექტში მონაწილე ქვეყნების გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ამაღლებას, რეგიონის სტაბილურობას, უსაფრთხოებას, აგრეთვე - საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ტურიზმის განვითარებას. ი. ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა განახორციელეს ისეთი პროექტები, როგორებიცაა: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „ბაქო-თბილისი-ერზერუმი, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს „გაზის სამხრეთ დერეფნის“ პროექტის რეალიზაცია, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს სამი მეზობელი ქვეყნის მეგრობრული და ძმური ურთიერთობების განვითარებას.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მონაკვეთის გახსნით, საფუძველი ეყრება ახალ ევრაზიულ ხიდს, რომელიც არა მხოლოდ გააძლიერებს პროექტში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკებს, არამედ ერთმანეთთან დააკავშირებს მოქალაქეებს, გააუმჯობესებს და გაზრდის მათ კეთილდღეობას. მისივე თქმით, ახალი სარკინიგზო მარშრუტის სრულყოფილად ამოქმედება ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაღრმავებას და კიდევ უფრო განამტკიცებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო  სტატუსს. გ. კვირიკაშვილმა დასძინა, რომ აღნიშნულ სარკინიგზო დერეფანს მოჰყვება თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარება,  ახალი ბაზრების ათვისება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურიზმისა და გადამამუშავებელი სექტორების განვითარებას, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც იქნება რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის საწინდარი.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მონაკვეთი წარმოადგენს ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს. მისივე თქმით, თურქეთის მთავრობა მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა აღნიშნული პროექტის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც გახსნა მესამე ხიდი ბოსფორის სრუტეზე, აგრეთვე განხორციელდა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რამაც ხელი შეუწყო პირდაპირ სარკინიგზო  მიმოსვლას ლონდონიდან პეკინამდე. რ. ერდოღანმა დასძინა, რომ აღნიშნული დერეფნით, ევროპა დაუკავშირდება  ყაზახეთს, ხოლო შემდეგ - თურქმენეთს. მისივე თქმით,  „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მონაკვეთით გადაიზიდება 6 მლნ. ტონა ტვირთი და გადაყვანილი იქნება 1 მლნ. მგზავრი, რაც 2030 წლისთვის  გაიზრდება 17 მლნ. ტონამდე და შესაბამისად, 3 მლნ. ადამიანამდე.

 ღონისძიებაზე ასევე ითქვა, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მონაკვეთს  დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტში მონაწილე და რეგიონის ქვეყნების სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის, რადგან აღნიშნული მარშრუტი ყველაზე მოკლე გზაა აზიასა და ევროპას შორის, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეგიონის ქვეყნების ეკონომიკების განვითარებისთვის.

საზეიმო ცერემონიალის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა, სიმბოლურად, ლიანდაგში  ლურსმნები ჩააჭედეს, გადაიყვანეს ისრები, გახსნეს მემორიალური დაფა და ერთად იმგზავრეს პირველი მატარებლით, რომელმაც გაიარა ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე.

 

 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 7 8 9 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ