ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 16.10.2017

მ.წ. 12-13 ოქტომბერს ქ. ბაქოში გაიმართა „ნავთობის საერთაშორისო სამიტი“ (Argus Azerbaijan International Petroleum Summit 2017), რომელშიც მონაწილეობდნენ კასპიის რეგიონში  მოქმედი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანიების, აგრეთვე გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიების, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურებისა და ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ბაქოში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს  ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე.

სამიტი გახსნა კომპანია არგუსის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ მიშჩენკომ ასევე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: კომპანია „SOCAR“-ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, კომპანია „BP“-ის რეგიონალური დირექტორი (აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი) ჰარი ჯონსი, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნატიგ აბასოვი.

 

            

 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ