ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 31.10.2017

2017 წლის 25-26 ოქტომბერს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიზიტით ბაქოს ეწვია. ზვიად გონაძემ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბაქოს მერიაში, სადაც  საქართველოსთვის ბაქოს ცენტრში მიწის ნაკვეთის გადმოცემასთან დაკავშირებული ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ბაქოს მერიამ საქართველოს სახელმწიფოსთან ბაქოში საქართველოს საელჩოს მშენებლობასთან დაკავშირებული პირველადი ნებართვა გააფორმა. ახლო მომავალში გაიმართება არქიტექტურული კონკურსი და  დაიწყება საქართველოს საელჩოს მშენებლობა.

 
განთავსების თარიღი: 16.10.2017

მ.წ. 12-13 ოქტომბერს ქ. ბაქოში გაიმართა „ნავთობის საერთაშორისო სამიტი“ (Argus Azerbaijan International Petroleum Summit 2017), რომელშიც მონაწილეობდნენ კასპიის რეგიონში  მოქმედი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანიების, აგრეთვე გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიების, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურებისა და ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ბაქოში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს  ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე.

სამიტი გახსნა კომპანია არგუსის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ მიშჩენკომ ასევე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: კომპანია „SOCAR“-ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, კომპანია „BP“-ის რეგიონალური დირექტორი (აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი) ჰარი ჯონსი, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნატიგ აბასოვი.

 

            

 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ