ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 07.09.2017

2017 წლის 6 სექტემბერს, ბაქოში გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეექვსე შეხვედრა, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მონაწილეობით.

შეხვედრისას მხარეებმა აქცენტი გააკეთეს სამ ქვეყანას შორის არსებულ სანიმუშო თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებს. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. აღინიშნა სამი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვის აუცილებლობა. 

ყურადღება გამახვილდა საერთო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საკითხზე. მხარეებმა მიმოიხილეს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალი. ამ კონტექსტში, აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის უახლოეს პერიოდში ამოქმედების საჭიროება, ასევე, სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების განხორციელების მნიშვნელობა. დააფიქსირეს მზაობა, განაგრძონ კოორდინირებული მოქმედება ხსენებული პროექტების რეალიზაციისთვის.

 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 23
24 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ