ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 25.09.2017

მ.წ.21-22 სექტემბერს ქ. ბაქოში გაიმართა კონფერენცია, ქალთა ჯანმრთელობა და გენდერული თანასწორობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

კონფერენციას მასპინძლობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი-მეჯლისი. საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ქალბატონმა თამარ ხულორდავამ და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა აკაკი ზოიძემ.

 
განთავსების თარიღი: 22.09.2017

მ.წ. 19-22 სექტემბერს ცნობილი აზერბაიჯანელი კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეილის მე-9 საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით, ქ. ბაქოში სოლო კონცერტი გამართა ცნობილმა ქართველმა პიანისტმა UNESCO-ს მშვიდობის არტისტმა ქ-მა ელისო ბოლქვაძემ.

21 სექტემბერს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიმართა შეხვედრა ქ-ნ ელისო ბოლქვაძესთან. აზერბაიჯანული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე ქ-ნი სევდა მამედალიევა.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. 

 
განთავსების თარიღი: 21.09.2017
 
განთავსების თარიღი: 20.09.2017

აზერბაიჯანის მიგრაციის კოდექსის #21.1 და #21.2 მუხლების თანახმად, უცხო ქვეყნების მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარჩებიან 10 დღეზე მეტ ხანს, უნდა გაიარონ რეგისტრაცია მიგრაციის სამსახურში, ჩამოსვლის მე-3 დღიდან 10 დღემდე პერიოდის განმავლობაში.

 
განთავსების თარიღი: 18.09.2017

ქ. ბაქოში გაიმართა „აზერი-ჩირაღ-გიუნეშლის“ საბადოს შემდგომი დამუშავების ახალი კონტრაქტის გაფორმების საზეიმო ცერემონიალი

 
განთავსების თარიღი: 07.09.2017

2017 წლის 6 სექტემბერს, ბაქოში გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეექვსე შეხვედრა, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მონაწილეობით.

შეხვედრისას მხარეებმა აქცენტი გააკეთეს სამ ქვეყანას შორის არსებულ სანიმუშო თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებს. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. აღინიშნა სამი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვის აუცილებლობა. 

ყურადღება გამახვილდა საერთო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საკითხზე. მხარეებმა მიმოიხილეს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალი. ამ კონტექსტში, აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის უახლოეს პერიოდში ამოქმედების საჭიროება, ასევე, სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების განხორციელების მნიშვნელობა. დააფიქსირეს მზაობა, განაგრძონ კოორდინირებული მოქმედება ხსენებული პროექტების რეალიზაციისთვის.

 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 23
24 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ