ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 28.02.2017

23 თებერვალს ქ. ბაქოში გაიმართა „გაზის სამხრეთ დერეფნის“ მრჩეველთა საბჭოს მესამე მინისტერიალი. მინისტერიალში მონაწილეობდა საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ: ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი კიკნაძე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი. საელჩოს მხრიდან, ღონისძიებაში მონაწილეობდა ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე და უფროსი მრჩეველი გიორგი ცეკვავა.

 
განთავსების თარიღი: 17.02.2017

15 თებერვალს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი თეიმურაზ შარაშენიძე აზერბაიჯანში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდა მთიანი ყარაბაღის დაშორიშორების ხაზთან მიმდებარე  ტერიტორიაზე ჯაბრაილის რაიონში სოფელ ჯოჯუკ მარჯანლიში. აღნიშნული ვიზიტი ორგანიზებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სახელმწიფო კომიტეტის მიერ. აზერბაიჯანში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მეგზურობას უწევდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალი ჰასანოვი.

 
განთავსების თარიღი: 15.02.2017

2017 წლის 10-11 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის სამუშაო ვიზიტი. მინისტრი აზერბაიჯანს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის რანგში ეწვია. ვიზიტის მიზანია, დაეხმაროს მეზობელ სახელმწიფოს „OGP“-ის სრულუფლებიანი წევრის სტატუსის დაბრუნებაში. მინისტრმა წულუკიანმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან ფიქრეტ მამედოვთან; აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან; აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის (პარლამენტის) დეპუტატებთან და  ღია მმართველობის მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის პლატფორმასთან.

 

ვიზიტის ფარგლებში საქართვლოს იუსტიციის მინისტრმა პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევის საფლავს და გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლის კომპლექსი. 

 
განთავსების თარიღი: 15.02.2017

2017 წლის 13 თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან; აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან; აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის (პარლამენტი) თავმჯდომარესთან ოქტაი ასადოვთან; აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრთან  არტურ რასიზადესთან. ვიზიტის ფარგლებში საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევის საფლავს და გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლის კომპლექსი.  

 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 18
19 20 21 22 23 24 25
26 27        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ