ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ძვირფასო სტუმრებო,

 

ნება მომეცით, მოგესალმოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს სახელით. იმედს გამოვთქვამ, რომ საელჩოს ვებ-გვერდი დაგეხმარებათ საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ, საკონსულო უზრუნველყოფისა და სხვა სფეროებში.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო დაადგა ძირეული ცვლილებების გზას. რეფორმების შედეგად, საქართველო დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ცივილიზებულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ქვეყანაში დამკვიდრებულია კანონის უზენაესობა, მთლიანად აღმოფხვრილია კორუფცია, შეუფერხებლად ვითარდება დემოკრატიული ინსტიტუტები. ამის შესანიშნავი მაგალითია 2013-2016 .. ჩატარებული საპრეზიდენტო, ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები. საქართველო მიზნად ისახავს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ტერიტრიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრირებას.

მთელი რიგი ნეგატიური მოვლენისა და რეგიონალური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველო აქტიურად და საკმაოდ წარმატებულად ახორციელებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს, ქმნის ხელსაყრელ საინვესტიციო და ტურისტულ გარემოს, რათა მაქსიმალურად იყოს მიმზიდველი პარტნიორებისთვის.

მივესალმებით აზერბაიჯანში მიმდინარე აღმშენებლობით პროცესს, რომელიც ემსახურება ქვეყნის სამომავლ კეთილდღეობას. ჩემი ქვეყნის საგარეო ურთიერთობების სისტემაში, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ურთიერთობას.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ისტორიული, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები მნიშვნელოვნად განაპირობებს ორ ქვეყანას შორის დღეს არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

აზერბაიჯანი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და იზიარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თავის მხრივ, საქართველოც, ცალსახად უჭერს მხარს აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის ხელისუფლების ურყევი გადაწყვეტილება, რომ მშვიდობიანი გზით მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და სახელმწიფოების კონსტიტუციურ სივრცეში მოქცევა. ეს კი, თავის მხრივ, საფუძველს შექმნის და დამატებით სტიმულად იქცევა ორივე ქვეყნისა და მთლიანად, რეგიონის შემდგომი მდგრადი და სტაბილური განვთარებისთვის.

დამოუკიდებლობის ბოლო ოცდახუთმა წელიწადმა აშკარად დაგვანახა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს, ორივე ქვეყანას, თანაბრად ესაჭიროება ურთიერთთანადგომა, რადგან ამ მეტად რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში, მხოლოდ ურთიერთმხარდაჭერითა და მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი არსებული სირთულეები გადალახვა და ჩვენს წინაში მდგარ გამოწვევებთან გამკლავება.

ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობისას მნიშვნელოვანია ის კეთილგანწყობა და სიყვარული, რომელიც აკავშირებს ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს. ორ ქვეყანას ევრი რამ აქვს საერთო, მათ შორის განსაკუთრებულია ჩვენი ისტორიული წარსული, მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური კულტურა და მიზანმიმართული სწრაფვა დემოკრატიული ფასეულობების განვითარებისაკენ.

მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება იმ მტკიცე მეგობრობისა და ქმედითი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მუდმივად ავლენს საქართველოს მიმართ აზერბაიჯანის ხელისუფლება და აზერბაიჯანელი ხალხი.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ელჩად მუშაობის პერიოდში, კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური კავშირი და პარტნიორული თანამშრომლობა.

საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაეხმარება ყველას, ვინც დაინტერესებულია საქართველოსთან კავშირების დამყარებაში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აზერბაიჯანსა და აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და აყვავება.

 

თეიმურაზ შარაშენიძე

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 7 8 9 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ