ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული სათვისტომო აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქვეყანაში ჩატარებული   ბოლო აღწერის მონაცემებით,  ცხოვრობს 14 877 ქართველი, მათ შორის:   ქ.ბაქოში - 2340, კახის  რაიონში - 7450, ბელაქანის რაიონში -  1731, ზაქათალის  რაიონში - 3071  და  სხვა რეგიონში - 285.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქართული სათვისტომო დაფუძნდა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში  ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა  1999 წლის  2 აპრილს. 

სათვისტომო  მოიცავს როგორც უშუალოდ  ქ.ბაქოს, ასევე, კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონების  მაცხოვრებლებს. 

ქართული დიასპორის ხელმძღვანელია - ბატონი რაფაელ ღვალაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.

ფილიალი - კახის რაიონში,  სათვისტომოს ფილიალის ხელმძღვანელი -  ვარაბიონ  ბაბაჯანაშვილი.2001 წლიდან კახის რაიონის სოფელ კახინგილოში ფუნქციონირებს   ქართული  კულტურის ცენტრი.

1985 წლიდან კახის რაიონის სოფ.ალიბეგლოში ფუნქციონირებს ილია  ჭავჭავაძის სახელობის ქართული თეატრი. მის რეპერტუარშია  ქართველი და უცხოელი დრამატურგების ნაწარმოებები. 2004 წელს  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით, აღნიშნულ  თეატრს  მიენიჭა სახელმწიფო აკადემიური თეატრის სტატუსი.

კახის რაიონში მოქმედებს ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი  "ლაზარე", ბავშვთა ქორეოგრაფიული  და ქართული სიმღერის ბიჭუნათა  და ქართულ  საკრავების  გოგონათა  ჯგუფები.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს 6 ქართული  სკოლა და ამდენივე ქართულენოვანი სწავლების სექტორი, მათ შორის:   კახის რაიონში - 6 სკოლა და 1-სექტორი, ბელაქანსა  და  ზაქათალაში -    შესაბამისად  1 და  4 ქართულ  ენაზე სწავლების სექტორი, აღნიშნულ  სკოლებსა და სექტორებზე  ირიცხება 2452 მოსწავლე.

რეგიონში მოქმედებს ქართულენოვანი სკოლამდელი 7   დაწესებულება: კახის რაიონში - 6  და  ბელაქანის რაიონში - 1.          

რეგიონში ქართველები, ძირითადად, ცხოვრობენ შემდეგ  სოფლებში:  კახის რაიონი - კახინგილო, ქოთოკლუ, ალიბეგლო, მეშაბაში,  ალათემური;  ზაქათალის რაიონი - მოსული და  ალიაბადი;  ბელაქანის  რაიონი - ითითალა.  

კახის  რაიონის  ტერიტორიაზე მდებარეობს 2  ქართული  მოქმედი    ეკლესია:   კახინგილოს  და ქურმუხის  წმინდა გიორგის სახელობის.

აგრეთვე, რაიონის ტერიტორიაზე არის: ალიბეგლოს  წმინდა ნინოს სახელობის და მეშაბაშის  მთავარ     ანგელოზის სახელობის, ქოთოქლოს სამებისა და კახის ალავერდის  წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიები.
                                                     

სათვისტომოს  საკონტაქტო  ტელეფონები:

    ქ.ბაქო - (99412)  492 53 18;  

    კახის რაიონი - (99450)  568 08 85      

 
 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ