საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა.

 

2018 წლის 15 მარტს, ბაქოშგაიმართა პირველი აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრაშეხვედრის დროს, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ოთხმხრივი თანამშრომლობის ფორმატის დაფუძნების მნიშვნელობას, როგორც  ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, ასევე ზოგადად რეგიონის განვითარებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. შეხვედრაზე აღინიშნა ახლად დაფუძნებული ფორმატის ფართო შესაძლებლობები სექტორული თანამშრომლობის განსავითარებლად ისეთ სფეროებში როგორიც არის ენერგეტიკა,  ტრანსპორტი, ახალი ტექნოლოგიები, ტურიზმის, ინფრასტრუქტურა და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანზიტო სფეროში ოთხმხრივ თანამშრომლობას, აღინიშნა ევროპა აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნების განვითარების  მიმართულებით ოთხივე ქვეყნის მზარდი პოტენციალი და ამ კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობა. შეხვედრის დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს აღნიშნულ ფორმატში წარმოდგენილ ყველა ქვეყანასთან და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ხაზი გაესვა ოთხივე ქვეყნის საერთო ინტერესს, ხელი შეუწყონ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, რაც აისახა შეხვედრაზე მინისტრების ხელმოწერილ დოკუმენტში, სადაც ასევე ნათქვამია რომ მხარეები მტკიცედ უჭერენ მხარს კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებით. მხარეები შეთანხმდნენ ოთხმხრივი ფორმატში სექტორული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე. 

ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი