საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი

29 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკას.

მთავრობის მეთაურის ვიზიტი დაიწყ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით ზაგულბასსასახლეში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ქართული დელეგაციის პატივსაცემად, ზაგულბასსასახლეში  გაიმართა ოფიციალური სადილი.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შედგა საქართველოს პრემიერ-მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვის შეხვედრა, აგრეთვე მათივე თავმჯდომარეობით, გაიმართა ორი ქვეყნის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის მე-8 სხდომა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ხელი მოაწერეს კომისიის მე-8 სხდომის ოქმს.

სხდომის დასრულების შემდეგ, გაფორმდა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში.  

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შედიოდნენ: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.