საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი კახის რაიონში

27-28 აგვისტოს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს გენერალური კონსული . განჯაში ნიკოლოზ იაშვილი და საქართველოს დელეგაციის წევრები ეწვივნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონს. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან მუსა შექელიევთან.

ქართულმა დელეგაციამ მოინახულა კახის ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრი, . კახის წმინდა გიორგის ეკლესია, სოფელ ალიბეგლოს წმინდა ნინოს და სოფ. ქოთოღლუს წმინდა სამების ეკლესიები. დელეგაციის წევრები ასევე დაესწრნენ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას.

. პატარაძემ და . ვაშაყმაძემ გამართეს შეხვედრა რეგიონში კომპაქტურად მცხოვრებ ქართველი ეროვნების მოსახლეობასთან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს საელჩოსა და . განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს სახელით, მოსახლეობას, სოციალურად დაუცველსა და შშმ პირებს, ჰუმანიტარული დახმარების სახით, გადაეცათ საკვები პროდუქტების ამანათები, პირველადი მოხმარების საგნები და ქართული წარმოების პირბადეები.

ასევე დელეგაციის წევრებმა მოინახულეს . კახის ქართული საშუალო სკოლა, გაიმართა შეხვედრა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან.

სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს საელჩოსა და . განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს სახელით, საჩუქრები გადაეცა სკოლის უკლებლივ ყველა მოსწავლეს. ისინი დასაჩუქრდნენ სასკოლო ჩანთებით, საკანცელარიო ნივთების მრავალფეროვანი კრებულით, სპორტული ინვენტარითა და ტანსაცმლის კომპლექტებით.

სკოლაში გამართულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი მამა პეტრე და კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მუსა შექელიევი.