საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავი

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, . ბაქოში საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, 2021 წლის 7-9 აგვისტოს დაშვებული იქნება საქართველოს სახელმწიფო დროშა.

საელჩო სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.