საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. თბილისის მერის კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის დედაქალაქში

13-14 ივლისს . თბილისის მერი კახა კალაძე ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდა მერის მოადგილე ილია ელოშვილი. ვიზიტის ფარგლებში, თბილისსა და ბაქოს შორის გაფორმდა დაძმობილების მემორანდუმი. მემორანდუმს ხელი მოაწერეს . თბილისის მერმა კახა კალაძემ და . ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ელდარ აზიზოვმა.

ვიზიტის პროგრამის თანახმად, . თბილისის მერმა ასევე გამართა უმაღლესი და მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან.

. ბაქოში ვიზიტისას, კახა კალაძემ პატივი მიაგო აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ხსოვნას, აგრეთვე ყვავილების გვირგვინით შეამკო სამშობლოსთვის თავდადებულ მამულიშვილთა მემორიალი.

ოფიციალური შეხვედრების გარდა, გამოცდილების გაზიარების მიზნით, . თბილისი მერმა ასევე მოინახულა დედაქალაქის ღირშესანიშნაობები და ადგილზე გაეცნო . ბაქოში არსებულ ვითარებას ურბანული დაგეგმარების, გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგოეფექტურობის, სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების, ტურიზმის, კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით.

. თბილისის მერის ვიზიტმა ჩაიარა ძალზედ გულთბილ, მეგობრულ ატმოსფეროში და ფართოდ გაშუქდა აზერბაიჯანულ მედიაში.