საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრთან რაშად ნაბიევთან

29 ივნისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრთან რაშად ნაბიევთან.

შეხვედრის დასაწყისში, ზ. პატარაძემ მიულოცა რ. ნაბიევს თანამდებობაზე დანიშვნა და უსურვა წარმატებული მოღვაწეობა სახელმწიფო სამსახურში.

საუბრის მიმდინარეობისას, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ, მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, ხაზგასმით აღინიშნა ინფრასტრუქტურის, მათ შორის პორტების, თავისუფალი ეკონომიკური ზონების, საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელობის შესახებ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვაბაქო-თბილისი-ყარსისსარკინიგზო პროექტის მნიშვნელობას. ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო მაგისტრალის სრულფასოვანი დატვირთვისთვის საჭიროა ერთობლივი პრეზენტაციების ორგანიზება სხვადასხვა ქვეყნებში, რათა კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს დერეფნის ცნობადობა და სრულად წარმოჩნდეს ამ მარშრუტის პოტენციალი.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისთვის.