საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ, 24 მაისიდან 7 ივნისამდე, საელჩოებში და საკონსულოებში პირადობის ელექტრონული მოწმობის ან/და ბიომეტრიული პასპორტის მოთხოვნისას იმოქმედებს შემდეგი აქცია:

🔹პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა უფასოდ;

🔹ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა 50% ფასდაკლებით.

📌პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ, ერთ-ერთ პირობას:

🔹არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

🔹ფლობს პირადობის არაელექტრონულ მოწმობას (თუნდაც მოქმედს);

🔹მის სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონულ მოწმობა გაუქმებულია ან მოქმედების ვადა 2021 წლის 7 ივნისამდე ეწურება.

📌ბიომეტრიულ პასპორტს,  50% ფასდაკლებით მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ, ერთ-ერთ პირობას:

🔹არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;

🔹ფლობს არაბიომეტრიულ პასპორტს (თუნდაც მოქმედს);

🔹მის სახელზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტი გაუქმებულია () ან მოქმედების ვადა 2021 წლის 7 ივნისამდე ეწურება ().