საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრთან ანარ ქერიმოვთან

1 აპრილს საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან ანარ ქერიმოვთან. შეხვედრის დასაწყისში, . პატარაძემ მიულოცა . ქერიმოვს თანამდებობაზე დანიშვნა.

საუბრისას, ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კულტურული კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მაღალი დონის შესახებ, ხაზგასმით ითქვა, რომ მხარეები ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კულტურული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ უახლოეს მომავალში, გაიმართოს კულტურის სფეროში ორმხრივი უწყებათაშორისო კომისიის შემდგომი რაუნდი, აგრეთვე საუბარი შეეხო კულტურის დღეების ორგანიზების საკითხს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

შეხვედრის დასასრულს, . ქერიმოვმა მიულოცა ქართველ კოლეგას თეა წულუკიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და გამოთქვა მზადყოფნა ურთიერთ ვიზიტების განხორციელებასთან დაკავშირებით.