საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით

2021 წლის 25 თებერვალი, აზერბაიჯანის რესუბლიკა, ქ. ბაქო.

საქართველოს საელჩოს შენობაზე დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.

სახელმწიფო დროშა დაშვებულია საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით.

პატივს მივაგებთ სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სიცოცხლე გასწირეს წითელი არმიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში.