საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ეროვნული მუზეუმის უნიკალური ექსპონატების გამოფენა ქ. ბაქოში

7 თებერვალს, საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, თანამშრომლებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ეწვია . ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრს, სადაც მოინახულეს გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული, ყაჯართა დინასტიასთან დაკავშირებული ექსპონატები და მდიდარი საილუსტრაციო მასალები.

გამოფენაზე, რომელიც გასტანს 2021 წლის აპრილამდე, წარმოჩენილია XVIII-XIX საუკუნეების დროინდელი კულტურული მემკვიდრეობა, უხვად არის წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის უნიკალური ექსპონატები - ყაჯარული ფერწერის ნიმუშები, მინიატურები, კერამიკისა და ლითონის ნაკეთობები.