საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ბაქოში აღინიშნა 1990 წლის 20 იანვრის 31-ე წლისთავი

ქ. ბაქოში აღინიშნა ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღი აზერბაიჯანელი ხალხის უახლეს ისტორიაში.

1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დედაქალაქში დატრიალებული ტრაგედიის მსგავსად, 1990 წლის 20 იანვარს, ქ. ბაქოში, ყოფილი სსრკ-ს სამხედრო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და სასტიკად დასაჯეს მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც ითხოვდა ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. სისხლიან ოპერაციას შეეწირა 133 და დასახიჩრდა 744 მშვიდობიანი მოქალაქე.

1990 წლის 20 იანვრის 31-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ, საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, პატივი მიაგო ქვეყნის თავისუფლებისთვის თავდადებულ გმირებს და ყვავილებით შეამკო მათი ხსოვნის მემორიალი „შეჰიდების ხეივანში“.