საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ. წ. ივლისის თვიდან დღემდე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 2 500-მდე მოქალაქე

. . ივლისის თვიდან დღემდე, საქართველოს მთავრობის დავალებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციითა და შეთანხმებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 2 500-მდე მოქალაქე. მათ შორის: არასრულწლოვნები, ასაკოვანი, ფეხმძიმე, ქრონიკულ დაავადებათა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საელჩო აქტიურად განაგრძობს საქართველოში განათლების მიღების მსურველ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეთა საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.

ამ ეტაპზე, საელჩოს საკონსულო სამსახური განაგრძობს სამშობლოში დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციას.