საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან შაჰინ მუსტაფაევთან

11 სექტემბერს გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან შაჰინ მუსტაფაევთან. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ხელისუფლებასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის საკითხებზე კორონავირუსის (COVID-19) გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.